ჟამნობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჟამნობა - ღვთისმსახურება რომლებიც სადღეღამისო ციკლს მიეკუთვნება. ჩვეულებრივ, მას აღასრულებენ მონასტრებში, სამრევლო ტაძრებში კი იმსახურება იშვიათად, თითქმის, გამონაკლისის სახით, დიდ მარხვაში, ვნების შვიდეულში, შობისა და ნათლისღების წინა დღეს.

პირველი, მესამე, მეექვსე და მეცხრე ჟამნები შეესაბამება ჩვენს დილის სამ, ექვს და ცხრა საათებს და დღის სამ საათს. ეს მსახურებები, ძირითადად, შედგება ფსალმუნებისაგან, რომლებიც დაკავშირებულია შესაბამის დროს მომხდარ ქრისტეს ვნებებთან. მესამე ჟამნი კი დაკავშირებულია სულთმოფენობის დროს სულიწმინდის მოციქულებზე გარდამოსვლასთან. ჟამნებს ემატება შესაბამისი დღის ან დღესასწაულის ტროპარები.

იმ დღეებში როცა საღვთო ლიტურგია არ აღესრულება, სრულდება სადილის ჟამნის მსახურება, რომელიც მოიცავს ნაწილებს ლიტურგიიდან (ფსალმუნები, „ნეტარებები“, „რწმენის სიმბოლო“ და „მამაო ჩვენო”). სადილის ჟამნი სრულდება მეცხრე ჟამის შემდეგ.

წყარო

მართლმადიდებლობის საფუძვლები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები