ჟანგბადი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჟანგბადი – (ლათ. oxygenium), მეორე ყველაზე გავრცელებული ქიმიური ელემენტების პერიოდული სისტემის არალითონური, ყველაზე მსუბუქი, ქიმიურად აქტიური ელემენტი. სიმბოლოა O. უფერო აირი გემოსა და სუნის გარეშე. შედის ვულკანური და ბუნებრივი აირების შემადგენლობაში. ყველაზე გავრცელებული ელემენტია კოსმოსში.

ქიმიური სიმბოლოა O.
სიმკვრივე თხევად მდგომარეობაში – 1141 კგ/მ3;
დნობის ტემპერატურა – –218,79°C;
დუღილის ტემპერატურა – –182,962°C. მისი მოლეკულა შედგება ჟანგბადის ორი ატომისაგან О2.

თხევადი ჟანგბადი ღია-ცისფერია, ხოლო მყარი წარმოადგენს ღია-ლუჯი ფერის კრისტალებს. თავისუფალის გარდა არსებობს ჯანგბადის ალოტროპიული ფორმაც – ოზონი, რომლის მოლეკულა შედგება ჟანგბადის სამი ატომისაგან (ფორმულა О3).

ჟანგბადი დედამიწაზე ყველაზე გავრცელებული ელემენტია, რომლის წილზე მოდის დედამიწის ქერქის მასის დაახლოებით 47%, ხოლო ზღვისა და მტკნარი წყლები კი შეიცავს 85,82% (მასის მიხედვით) შეკავშირებულ ჟანგბადს. თავისუფალი ჟანგბადი მხოლოდ ატმოსფეროშია, სადაც მის წილად მოდის მასის 20,95%, ანუ მოცულობის 23,1% მასის მიხედვით (დაახლოებით 1015 ტ). ატმოსფეროში ჟანგბადის ასეთი კონცენტრაციის შენარჩუნება ხდება ფოტოსინთეზის პროცესის წყალობით, რომლის დროსაც მწვანე მცენარეები მზის სხივების მოქმედებით ნახშირბადის დიოქსიდსა და წყალს გარდაქმნის ნახშირწყლებად და ჟანგბადად.ჟანგბადი აუცილებელია დედამიწაზე სიცოცხლის შესანარჩუნებლად. ჟანგბადი პრაქტიკულად ყველგან და ყველაფერში გამოიყენება. თანამედროვე პირობებში ჟანგბადი მიღება ხდება უშუალოდ ჰაერიდან კრიოგენული რექტიფიკაციის მეთოდით, აგრეთვე მემბრანულ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ჟანგბადის დანადგარებით.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები