ჟელბიდირი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჟელბიდირ-ი (ბალ.-ყარაჩ. Желбыдыр – „გაქარული სტომაქი“) – ბალყარულ-ყარაჩული ნართული ეპოსის დევი, ქარის ღმერთის ვაჟი, ცხოვრობს მთების სიღრმეში; მტრობს ნართებს: თოთურის თვეში იგი ქარის ღმერთს ქარს სთხოვს, ხოლო აფსათს – ნადირს. ქარის ღმერთისგან იგი იღებს ჯადოსნურ რუმბებს, რომლებითაც ქარბუქს იწვევს და ანგრევს ნართების სახლებს, ანადგურებს დამწიფებულ ყანებსა და ნოყიერ ნიადაგს, რის გამოც შიმშილობის ჟამი დგება. თუ აფსათმა მშიერ ჟელბიდირს ნადირი არ მისცა, იგი ღვთაების ჯოგებს ერთიანად ამოწყვეტს. საბოლოოდ ნართები მას სოსურუყის მეთაურობით კლავენ.


ლიტერატურა

Нарты. Героический эпос балкарцев и карачаевцев. М., 1994; Карачаево-балкарские мифы. Составитель М. Джуртубаев. Нальчик, 2007.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები