ჟენევის კონვენციები 1949

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჟენევის კონვენციები 1949 - მრავალმხრივი საერთაშორისო შეთანხმებები ომის მსხვერპლთა დაცვის შესახებ:

1. მოქმედ არმიებში დაჭრილების და ავადმყოფების მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ. ავალდებულებს კონვენციის მონაწილეებს, გამოიყვანონ ბრძოლის ველიდან და გაუწიონ დახმარება მოწინააღმდეგის დაჭრილებს და ავადმყოფებს, კრძალავს მათ ფიზიკურ დასახიჩრებას, მათზე სამედიცინო და სამეცნიერო ექსპერიმენტების ჩატარებას, მათთვის ქსოვილების ან ორგანოების ამოღებას გადასანერგად;

2.ზღვაზე გემის ჩაძირვის შედეგად შეიარაღებული ძალების შემადგენლობიდან დაზარალებული პირების, დაჭრილების და ავადმყოფების მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ. განსაზღვრავს საზღვაო ომის დროს მოწინააღმდეგის დაჭრილებისა და ავადმყოფებისადმი მოპყრობის წესებს, რომლებიც პირველი კონვენციის ნორმების ანალოგიურია;

3. სამხედრო ტყვეებისადმი მოპყრობის შესახებ. განსაზღვრავს ტყვეებისადმი მეომარი მხარეების მოპყრობის წესებს და პასუხისმგებლობას ამ წესების დაუცველობისთვის;

4. ომიანობის დროს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის შესახებ. მოითხოვს ჰუმანურ მოპყრობას ოკუპაციაში აღმოჩენილი პირების მიმართ, იცავს მათ უფლებებს, კრძალავს დაუცველი მშვიდობიანი დასახლებების განადგურებას, მათ ძარცვას, მძევლების აყვანას, მოსახლეობის იძულებას მოწინააღმდეგის შეიარაღებულ ძალებში სამსახურისთვის.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები