ჟვანია ლაშა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლაშა ჟვანია

ლაშა ჟვანიაქართველი იურისტი, პოლიტიკოსი, დიპლომატი, 2005-2008 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში და კვიპროსის რესპუბლიკაში, 2019 წლიდან – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში.

დაიბადა 1973 წლის 14 ოქტომბერს თბილისში.

განათლება
1995 – საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, საერთაშორისო სამართლის სპეციალობა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
1995-1998 – ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და დევნილთა სამართლის საკითხთა მკვლევარი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა;
1995 – ლიდსის უნივერსიტეტის პოლიტიკისა და დიპლომატიის კურსი (CPDS);
1998 – ადამიანის უფლებათა სასწავლო კურსი, ბირმინგემის უნივერსიტეტი.

სამუშაო გამოცდილება
1993-1995 – სტაჟიორი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;
1995-1998 – მესამე მდივანი და მეორე მდივანი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ და ტერიტორიალურ დეპარტამენტებში;
1998-2002 – პირველი მდივანი, კონსული, საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში;
2002-2003 – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;
2002-2003 – საქართველოს ანტიკორუფციული საბჭოს წევრი;
2004-2005 – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;
2008 – საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის, მაჟორიტარი, №7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის“, – საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე;
2008-2009 – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი;
2009 – საკონსულტაციო და მენეჯმენტის კომპანიის Global Uni Group--ს დამფუძნებელი და მმართველი;
2010-დან – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეს კულტურის, მეცნიერებისა და სულიერების აღორძინებისა და განვითარების საერთაშორისო ფონდის ხელმძღვანელი;
2018-2019 – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი.

ფლობს: ინგლისურს, ივრითს (ებრაული), რუსულს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. (2004)


წყარო

საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015
დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები