ჟომინი ანტუან ანრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჟომინი ანტუან ანრი - (Jomini) (1779–1869), სამხედრო თეორეტიკოსი და ისტორიკოსი, რუსეთის არმიის ინფანტერიის გენერალი (1826).

დაიბადა შვეიცარიაში. 1798 წლიდან იყო შვეიცარიის, 1804–13 წლებში საფრანგეთის, ხოლო 1813 წლიდან რუსეთის სამხედრო სამსახურში. იმპერატორ ალექსანდრე I-ის შტაბისა და ამალის წევრი. სამხედრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი (1832). ჟომინმა თავის ნაშრომებში განაზოგადა ნაპოლეონის მხედართმთავრული ხელოვნება, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სამხედრო-ისტორიული კვლევის მეთოდიკის შემუშავებაში და სხვა. მისი თეორიული დებულებები დიდ გავლენას ახდენდნენ სამხედრო აზროვნებაზე XX საუკუნის დასაწყისამდე.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები