რადიოელექტრონული ბრძოლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რადიოელექტრონული ბრძოლა

1. მიზნების, ამოცანების, ადგილის და დროის მიხედვით ურთიერთდაკავშირებული ღონისძიებების და ჯარების (ძალების) მოქმედებების ერთობლიობა, რომლის მიზანია მოწინააღმდეგის რადიოელექტრონული საშუალებების და სისტემების აღმოჩენა, მათი ყველა სახის იარაღით განადგურება ან ხელში ჩაგდება (მწყობრიდან გამოყვანა) და რადიოელექტრონული ჩახშობა, ასევე საკუთარი რადიოელექტრონული სისტემების დაცვა; ოპერატიული (საბრძოლო) უზრუნველყოფის სახეობა.

რადიოელექტრონული ბრძოლა ხორციელდება მოწინააღმდეგის ჯარების (ძალების) მართვის დეზორგანიზაციის, დაზვერვის წარმოების, იარაღის და საბრძოლო ტექნიკის გამოყენების ეფექტურობის შემცირების მიზნით: გარდა ამისა, მისი მიზანია საკუთარი ჯარების და იარაღის მართვის სისტემებისა და საშუალებების მუშაობის მდგრადობის უზრუნველყოფა.

2. ელექტრომაგნიტური რყევების სპექტრის გამოყენების მიზნით ჯარების მიერ განხორციელებული მოქმედებები. მოიცავს ელექტრომაგნიტური გამოსხივების წყაროს, ელექტრომაგნიტური ენერგიის, მათ შორის მიმართული ენერგიის გამოყენებას, ძებნას, დაჭერას და ამოცნობას. მისი მიზანია მოწინააღმდეგის მიერ ელექტრომაგნიტური გამოსხივების სპექტრის გამოყენების თავიდან აცილება და საკუთარი ჯარების მიერ მისი ეფექტური გამოყენების უზრუნველყოფა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები