რაზიკაშვილი თედო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თედო რაზიკაშვილი

რაზიკაშვილი თედო – (1869-1912), პოეტი, პროზაიკოსი, ფოლკლორისტი, პუბლიცისტი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. ვაჟა-ფშაველასა და ბაჩანას ძმა.

სწავლობდა ჩარგლის, შემდეგ — ტოლაანთსოფლის სკოლაში. 1889 წ. დაამთავრა გორის საოსტატო სემინარია და 1890 წ. დაინიშნა მასწავლებლად ხელთუბანში. იცნობდა პესტალოცის, უშინსკის, რუსოს ნაწარმოებებს, გატაცებული იყო ხალხოსნური იდეებით. აწყობდა საუბრებს რევოლუციურ თემებზე, ხალხს რაზმავდა თავისუფლებისათვის საბრძოლველად, მონაწილეობდა 1905 წ. სახალხო მოძრაობაში, რისთვისაც დააპატიმრეს კიდეც.

თ. რაზიკაშვილის პირველი ლექსი „გუთნისდედის სიმღერა“ 1890 წ. გამოქვეყნდა „ჯეჯილში“. მას შემდეგ მისი თხზულებები იბეჭდებოდა თითქმის ყველა იმდროინდელ ჟურნალ-გაზეთში. უმთავრესად საბავშვო მწერალი იყო. თავის შემოქმედებაში ასახავდა მშრომელთა სოციალურ ჩაგვრას, ხალხის მისწრაფებას თავისუფლებისაკენ, მშობლიური ქვეყნის ბუნებას. მისი თხზულებები შთაგონებულია პატრიოტიზმისა და ჰუმანიზმის გრძნობით.

თ. რაზიკაშვილმა დიდი როლი შეასრულა ქართული ფოლკლორისტიკის განვითარების საქმეში. მის მიერ შეკრებილი ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშები პრესაში ქვეყნდებოდა, 1909 წ. კი გამოიცა 2 ტომად „ხალხური ზღაპრების“ სახელწოდებით.

თხზულებები

„მოთხრობები“. 1925; თხზულებანი 2 ტომად, 1972.

ლიტერატურა

  • ე. რაზიკაშვილი, პოეტების ოჯახში, 1965;
  • ი. გოგოლაური, თავისუფლების მომღერალი თ. რაზიკაშვილი, 1974.
  • ი. ქეშიკაშვილი, თედო რაზიკაშვილისა და ბაჩანას თხზულებათა ლექსიკა, 1969.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები