რაკეტა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რაკეტა (გერმანული rakete < იტალიური roccehetta, rocca – თითისტარი) – უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც განკუთვნილია ატმოსფეროში და მის ფარგლებს გარეთ რეაქტიული წევის მოქმედებებით ფრენისთვის. რაკეტები გამოიყენება მსოფლიოს მრავალ არმიაში, აგრეთვე კვლევითი მიზნებისთვის (გეოფიზიკური, მეტეოროლოგიური, ასტროფიზიკური რაკეტები), რაკეტა-მატარებლებად და სხვა.

რაკეტებს განეკუთვნება აგრეთვე რეაქტიული ჭურვები, რომლებიც პირობითად არიან გამოყოფილი ცალკე ნაირსახეობად. რაკეტების დიდი მრავალფეროვნების მიუხედავად (მაგალითად, მათი მასა რამდენიმე კილოგრამიდან რამდენიმე ასეულ ტონამდე მერყეობს) მათთვის დამახასიათებელია ისეთი სავალდებულო ელემენტების არსებობა, როგორიც არის კორპუსი, სარაკეტო ძრავის დანადგარი, მართვის (რაკეტის სამართავი) და მარგი დატვირთვის (საბრძოლო ნაწილის, სამეცნიერო აპარატურის, კოსმოსური აპარატის და სხვა) სისტემები.

საბრძოლო რაკეტები კლასიფიცირებულია:

  • დამრტყმელ (სტრატეგიულ, ოპერატიულ-ტაქტიკურ და ტაქტიკურ), სპეციალურ [რაკეტსაწინააღმდეგო, თვითმფრინავსაწინააღმდეგო (საზენიტო), ხომალდსაწინააღმდეგო, ნავსაწინააღმდეგო, ტანკსაწინააღმდეგო, რადიოლოკაციის საწინააღმდეგო] და დამხმარე (სადაზვერვო, მეტეოროლოგიური, რადიოელექტრონული ჩახშობის და სხვა); ბალისტიკურ და ფრთოსან;
  • სახმელეთო ("დედამიწა-დედამიწა”, "დედამიწა-ჰაერი”, "დედამიწა-ხომალდი”);
  • საავიაციო ("ჰაერი-დედამიწა”, "ჰაერი-ჰაერი” "ჰაერი-ხომალდი”) და სახომალდო ("ხომალდი-დედამიწა”, "ხომალდი-ჰაერი”, "ხომალდი-ხომალდი”);
  • მართვად და უმართავ;
  • ერთსაფეხურიან და მრავალსაფეხურიან რაკეტებად.

გარდა ამისა, ბალისტიკური დამრტყმელი რაკეტები არის საკონტინენტთაშორისო – ფრენის სიშორე 5500 კმ-ზე მეტი, საშუალო სიშორის – 1000-5500 კმ. (ორივე სახეობა – სტრატეგიული რაკეტები) და მცირე სიხშირის – 1000 კმ-მდე (ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტები – 150-1000 კმ, ტაქტიკური – 70-150 კმ). ფრთოსანი სტრატეგიული რაკეტებისთვის დადგენილია სიშორე 1500 კმ-ზე მეტი, ოპერატიულ-ტაქტიკურისთვის – 150-1500 კმ და ტაქტიკურისთვის 150 კმ-მდე.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები