რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის გადალახვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის გადალახვა – ღონისძიებების კომპლექსი და საბრძოლო მოქმედებები, რომლებიც ხორციელდება მოწინააღმდეგის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ეფექტიანობის შესამცირებლად მის ობიექტებზე ბალისტიკური რაკეტების დარტყმების მიყენებისას.

განასხვავებენ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის გადალახვას საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტებისა და ატომური წყალქვეშა ნავების ბალისტიკური რაკეტების დარტყმების მიყენებით და საომარი მოქმედების თეატრზე რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის გადალახვას. საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტებისა და ატომური წყალქვეშა ნავების ბალისტიკური რაკეტების დარტყმების მიყენებით რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის გადალახვა შეიძლება შეიცავდეს მოწინააღმდეგის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ინფორმაციით გადამეტებულ გაჯერებას; ბალისტიკური რაკეტის სტარტის აღმომჩენი კოსმოსური საშუალებების რადიოელექტრონულ ჩახშობას, რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექსების დამიზნებისა და აღმოჩენის რადიოლოკაციური სადგურების რადიოელექტრონულ ჩახშობას, მოწინააღმდეგის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის რადიოელექტრონული საშუალებების ეკრანების გაშუქებას; რადიოლოკაციური სადგურებისა და რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექსის ცეცხლით ჩახშობას და სხვა.

საომარი მოქმედების თეატრზე რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის გადალახვა შეიძლება მოიცავდეს:

  • ბალისტიკური რაკეტის სტარტის აღმომჩენი კოსმოსური საშუალებების რადიოელექტრონულ ჩახშობას;
  • რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექსების განადგურებას პოზიციებზე;
  • ცრუმიზნების გამოყენებას;
  • მოწინააღმდეგის კოსმოსური დაზვერვის შესუსტებას.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები