რამიშვილი ოთარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოთარ რამიშვილი

ოთარ რამიშვილი − (1934 − 2011), მომღერალი, კომპოზიტორი, პოეტი. დაიბადა თბილისში. დიდ ესტრადაზე გამოვიდა 1982 წელს. მღეროდა საკუთარ სიმღერებს ძირითადად საკუთარ და ქართველი პოეტების ლექსებზე, თავისებური მანერით, ემოციურად უმღეროდა თბილისს, სიცოცხლეს, სიყვარულს. გამოცემული აქვს ლექსების კრებულები: „იების თოვლი”, „იების თოვლი –2”, „ფიქრების ზღვა” და სხვა.


ბულბული
ბულბულის სტვენა, შაშვის გალობა,
გედის სიმღერა და დედის ნანა,
ასე ტკბილია, ასე თბილია
ჩემი ხალხი და ჩემი ქვეყანა.
მესმის გალობა ედემის ბაღში,
მესმის რომ გალობს ნაზი ბულბული,
სიოს ჩურჩულში, ფოთოლთ შრიალში,
ვუსმენ და ვტკბები გატაცებული.
როგორ ვინატრე მეც რომ მქონოდა,
ნარნარი ხმა და წარმტაცი ბგერა,
რა იქნებოდა მეც შემძლებოდა
იმ ბულბულივით ნაზი სიმღერა.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები