ბაღვაში რატი (I) (რაჭის ერისთავი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა რატი (I) ბაღვაში (რაჭის ერისთავი)-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რატი (I) [ბაღვაში] - რაჭის ერისთავი XI ს-ის 30-იანი წწ. მამა კახაბერ-ყოფილი კირილესი. ნიკორწმინდის ხატის წარწერაში, რომელიც XI ს-ით არის დათარიღებული, მოხსენიებული არიან ორი თაობის რაჭის ერისთავები: „მე, კახაბერ-ყოფილმან კირილე, ძემან სულკურთხეულისა ერისთავთ-ერისთავის რატისამან, მოვჭედე ხატი ესე ჯუარცმის, ნუგეშის-მცემელად და ცოდვილისა და სადღეგრძელებლად ძისა ჩემისა ერისთავთ ერისთავის, რაჭის ერისთავისა რატისად“. რატი (I) უნდა იგულისხმებოდეს სხვავას ჯვრის წარწერაშიც, რომელიც მოიხსენიებს მამა-შვილ რატის და კახაბერს: - მამკობსა შენსა რატის. რაჭის ერისთავსა და ძესა მისსა კახაბერს.



წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები