სურამელი რატი (I)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა რატი (I) სურამელი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რატი (I) სურამელი - ქართლის ერისთავი 1177-1185, 1187-1210-იან წწ-ში. ორბელთა ამბოხის შემდგომ ქართლის ერისთავობა გადადის სურამელთა სახლში. „ისტორიანი და აზმანი“ ყუთლუ არსლანის განდგომის (1184) ეპიზოდში მოიხსენიებს ერისთავთ-ერისთავ რატის, ხუაშაქ ცოქალის შვილს. ვარაუდობენ, რომ რატი სურამელი ქართლის ერისთავის თანამდებობას კარგავს თამარისა და გიორგი რუსის ქორწინების წლებში, როდესაც რუსის მომხრე აბულასანმა სამეფო კარზე მოწინავე პოზიციები დაიკავა.



წყაროები

ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი 1959: 32.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები