რაციონალიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რაციონალიზმი - (ლათ.) ფილოსოფიური მიმდინარეობა, რომელიც ჭეშმარიტი ცოდნის ერთადერთ წყაროდ გონებას მიიჩნევს. იგი ზოგადად აღნიშნავს ნებისმიერ მოძღვრებას, რომელიც გადაჭარბებულ მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანის გონებრივ უნარს, ან ესწრაფვის გამორიცხოს ღვთაებრივი გამოცხადება, ანდა მისი მნიშვნელობა მინიმუმამდე დაიყვანოს. თეოლოგიის ისტორიაში ტერმინი აღნიშნავს მიმდინარეობას, რომლის თანახმად ღირებულება რწმენის ისეთ ჭეშმარიტებას აქვს, რომელთა წვდომა გონებითაა შესაძლებელი. პიუს IX-მ დაგმო ანტიდოგმატური რაციონალიზმი ენციკლიკებით Qui pluribus (1846) და Syllabus errorum (1864). დაგმობას მხარი დაუჭირა ვატიკანის I კრებამ დადგენილებაში Dei Filius (1870).





წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები