რბილი ხორბალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რბილი ხორბალი- (Triticum aestivum L.), ხორბლის კულტურის ისტორიაში ერთ-ერთ უძველეს სახეობადაა მიჩნეული.

რბილი ხორბალი, ფხიანი
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის საკოლექციო ნაკვეთი
დოლის პური

პალეობოტანიკური მასალების ანალიზის შედეგებმა გვიჩვენა, რომ რბილი ხორბლის პოპულაციებს ნეოლითის ხანაში გაბატონებული მდგომარეობა ეკავა. საქართველოს ნეოლითური ხანის არქეოლოგიურ ძეგლებზე აღმოჩენილია არა მხოლოდ რბილი ხორბლის კარბონიზირებული მარცვლის ნაშთები, არამედ ამ სახეობის თავთავის ღერძის ნაწევრებიც (Русишвили, 1990; მაისაია და სხვ., 2005).

ცნობები საქართველოში რბილი ხორბლის გავრცელების შესახებ ქართულ წერილობით წყაროებში V ს.-იდანაა. ლ. დეკაპრელევიჩის (1938) გამოკვლევებით, XII-XIII სს.-ში საქართველოში რბილი ხორბლის რამდენიმე ჯიში ითესებოდა.

საშემოდგომო რბილი ხორბალი გრძელი დღის მცენარეა; სავეგეტაციო პერიოდი დაახლოებით 180-200 დღიდან 300-360 დღის ფარგლებში ცვალებადობს. საგაზაფხულო რბილი ხორბლის სავეგეტაციო პერიოდი 70-80 დღიდან 120-130 დღემდე ფარგლებშია. საშემოდგომო რბილი ხორბალი ვეგეტაციის პერიოდში ხარჯავს მნიშვნელოვნად მეტ წყალს, ვიდრე საგაზაფხულო რბილი ხორბალი, რაც განპირობებულია გრძელი სავეგეტაციო პერიოდით. საშემოდგომო რბილი ხორბლის ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის ნიადაგის ტენიანობა 75-80%-ზე დაბალი არ უნდა იყოს. მისთვის საუკეთესოა შავმიწა ნიადაგი. ამ ტიპის ნიადაგზე დათესვისას 1 ჰა-ზე შეიძლება მიღებულ იქნას 3-4 ტ მოსავალი, ხოლო მინერალური სასუქების შეტანისას 6-8 ტ და უფრო მეტიც. საშემოდგომო რბილი ხორბალი იძლევა უფრო მეტ მოსავალს, ვიდრე საგაზაფხულო. რბილი ხორბალი კარგად არის გავრცელებული კავკასიაში, დაღესტანში.

საქართველოში გავრცელებული რბილი ხორბალი გამოირჩევა პოლიმორფიზმით - არსებობს მისი ფხიანი და უფხო ჯიშები.

ფხიანი ჯიშების ადგილობრივი სახელწოდებები

ფხიანი ჯიშების ადგილობრივი სახელწოდებებია:

უფხო ჯიშების ადგილობრივი სახელწოდებები

საქართველოში დღემდეა შემორჩენილი რბილი ხორბლის უფხო ჯიშების ადგილობრივი სახელწოდებები:

  • უფხო პური;
  • ხულუგო // ხულგო;
  • პოშოლა;
  • ხოზო // ხუზალა;
  • ხოტორა;
  • გომბორულა;
  • რაჭულა და სხვ.

ხორბლის მთელი ჯიშობრივი სიმდიდრიდან, რომელიც საქართველოში საუკუნეთა მანძილზე შეიქმნა, განსაკუთრებით ძვირფასია რბილი ხორბლის საშემოდგომო ფხიანი წვრილმარცვლიანი ჯიშები, ე.წ. „დოლის პური“. ეს ჯიშები საქართველოში ყველაზე ფართოდ იყო გავრცელებული.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები