რეაგირების ძალები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რეაგირების ძალებინატოს სტრატეგიული სარდლობის გაერთიანებული შეიარაღებული ძალების განკარგულებაში გამოყოფილი მაღალმობილური და საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი მრავალეროვნული სახმელეთო, სამხედრო-საზღვაო, სამხედრო-საჰაერო ფორმირებები, რომელთა ამოცანას წარმოადგენს კრიზისის დროს პირველი საპასუხო ზომების გატარება.

ეს ძალები მოწოდებულია განახორციელონ ნატოს ერთიანობის და ნების დემონსტრირება. აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლიათ, კრიზისის რაიონში ჯარების დროული გადასროლა. შედგებიან შედარებით მცირერიცხოვანი მყისიერი რეაგირების და შედარებით მძლავრი სწრაფი რეაგირების ძალებისგან. ორივე ძალა შეიცავს საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო კომპონენტებს.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები