რეგიონული უსაფრთხოება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რეგიონული უსაფრთხოება – გარკვეული რეგიონის სოციალურ-ტერიტორიულ გაერთიანებებს შორის არსებული ურთიერთობის მდგომარეობა, რომლის დროსაც მისდამი მიკუთვნებული სახელმწიფოების, ხალხების, მოქალაქეების, საზოგადოებრივი ინსტიტუტების და ჯგუფებისთვის უზრუნველყოფილია მათი საარსებო ინტერესების დაცვა, საიმედო არსებობა და სტაბილური განვითარება.

იგი ხორციელდება სხვადასხვა დონეზე:

  • ქვეყნის ცალკეული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ფარგლებში;
  • სახელმწიფოს რამდენიმე მეზობელ რაიონში;
  • გარკვეულ გეოგრაფიულ ზონაში შემავალი ქვეყნების ჯგუფის მასშტაბით.

ნებისმიერ დონეზე ემყარება ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების ურთიერთკავშირს. ძირითად ელემენტებად მოიცავს ეკონომიკურ, პოლიტიკურ, ეკოლოგიურ, სამხედრო და უსაფრთხოების სხვა ფაქტორებს. გაეროს წესდების და სხვა დოკუმენტების შესაბამისად, რეგიონული უსაფრთხოების სფეროში შედის: დავის მშვიდობიანი მოგვარება, რეგიონული სისტემის წევრებს შორის კონფლიქტების თავიდან აცილება; აგრესიის აქტების აღსაკვეთად და მშვიდობისათვის საფრთხის თავიდან ასაცილებლად კოლექტიური ღონისძიებების ორგანიზაცია, პრევენციული დიპლომატია, მშვიდობის შენარჩუნება, დამყარება და დამკვიდრება. რეგიონული უსაფრთხოება, როგორც წესი, ყალიბდება შეთანხმების საშუალებით. ასეთი შეთანხმებების, ორგანიზაციების და სტრუქტურების ერთობლიობით იქმნება უსაფრთხოების რეგიონული სისტემა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები