ადამია რევაზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა რევაზ ადამია-დან)
რევაზ ადამია – (დ. 20 ივლისი, 1952, თბილისში – გ. 3 მარტი, 2014). ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. დაკრძალულია საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიიის ფაკულტეტი (1974).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას.
- საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95): პროპორციული წესით, №1 მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი, საქართველოს მწვანეთა პარტია, თავდაცვისა და უშიშროების კომისიის მდივანი.
- პარლამენტის წევრი (1995-99): საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე.
- პარლამენტის წევრი (1999-2002): მაჟორიტარი, №3 საბურთალოს საარჩევნო ოლქი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ფრაქცია საქართველოს მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარე;
- საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (2002-2004).
- 2002-2006 – საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან
იყო რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანის მოლაპარაკებებში საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის წამყვანი წევრი და 1999 წლის სტამბოლის ეუთოს სამიტზე მიღებული უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე.
ჯილდოები
2016 ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი.
მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
წყარო
საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015
დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები
კატეგორიები:
- ქართველი პოლიტიკოსები
- ქართველი დიპლომატები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- 1992-1995 წლების საქართველოს III მოწვევის პარლამენტის წევრები
- 1995-1999 წლების საქართველოს IV მოწვევის პარლამენტის წევრები
- 1999-2004 წლების საქართველოს V მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს პოლიტიკური პარტიების წევრები
- საქართველოს მწვანეთა პარტიის წევრები
- საქართველოს მოქალაქეთა კავშირის წევრები
- ადამიები