რეიდერი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რეიდერი (ინგლისური raider – თავდასხმა) - სამხედრო ხომალდი (კრეისერი, სახაზო ხომალდი) ან შეიარაღებული სავაჭრო გემი, რომელიც აწარმოებს დამოუკიდებელ სამხედრო ოპერაციებს საზღვაო კომუნიკაციებზე მტრის სამხედრო ტრანსპორტისა და სავაჭრო გემების ხელში ჩასაგდებად. რეიდერებს ფართოდ იყენებდნენ I და II მსოფლიო ომების დროს.