რეიდი (სამხედრო ტერმინი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რეიდი (სამხედრო ტერმინი) (ინგლისური raid – თავსდაცემა) – სწრაფადმოძრავი (საჰაერო-სადესანტო, სატანკო, მექანიზებული, წინათ – კავალერიის) შენაერთების (ნაწილების, ქვედანაყოფების) ან პარტიზანული რაზმების (შენაერთების) სწრაფი წინსვლა. საბრძოლო მოქმედებები ტარდება მოწინააღმდეგის ზურგში მისი ცოცხალი ძალის და ტექნიკის, დიდმნიშვნელოვანი ობიექტების გასანადგურებლად; ლოგისტიკის, მართვის პუნქტების, კავშირგაბმულობის კვანძების მუშაობის დეზორგანიზაციის, კომუნიკაციათა დარღვევის, პარტიზანული მოძრაობისთვის დახმარების გაწევის მიზნით. ფართოდ გამოიყენებოდა II მსოფლიო ომის წლებში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები