რესპუბლიკის ჯარი (ჟურნალი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რესპუბლიკის ჯარი

რესპუბლიკის ჯარი - პირველი რესპუბლიკის სამხედრო სამინისტროს ყოველკვირეული სამხედრო ჟურნალი გამოიცემოდა 1918-1919 წლებში. სულ გამოიცა 17 ნომერი.

ჟურნალის ერთი ნომერის ფასი იყო 1 მან. და 50 კაპ. ჟურნალში მოთავსებული იყო სამხედრო სამინისტროს მიერ გაცემული ოფიციალური ბრძანებები. იბეჭდებოდა პროპაგანდისტული ხასიათის შეგონებები და ლიტერატურული ნაწარმოებები, რომლებიც ეძღვნებოდა ოფიცერთა და ჯარისკაცთა დამოკიდებულებას, ჯარში სამსახურის მნიშვნელობას დემოკრატიულ სახელმწიფოში, დისციპლინის, დეზერტირობის პრობლემას. ქვეყნდებოდა რესპუბლიკის სამხედრო-პოლიტიკური მეთაურების ფოტოები, მასალები საქართველოს და მსოფლიოს სამხედრო ისტორიიდან, მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ქრონიკა. განიხილავდნენ სხვადასხვა საბრძოლო ტაქტიკას. დიმიტრი სილაქაძე




ლიტერატურა

ჟურნალი „რესპუბლიკის ჯარი”, 1918-1919, №1-17.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები