რეფერენდუმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რეფერენდუმი - (ლათ. Referendum.) საყოველთაო-სახალხო კენჭისყრა /გამოკითხვა/ სახელმწიფო ან საზოგადოებრივი თვალსაზრისით რომელიმე დიდმნიშვნელოვან საკითხზე. არსებობს რეფერენდუმის სხვადასხვა ფორმა.

საკანონმდებლო რეფერენდუმი, როდესაც სახალხო განხილვის საგანი ხდება კანონის პროექტი.

კონსტიტუციური რეფერენდუმი, როდესაც სახალხო განხილვის საგანია მთელი კონსტიტუცია ან ცვლილება მასში.

კონსულტატიური რეფერენდუმი, რომელიც პრინციპში, საზოგადოებრივი აზრის გაგებას გულისხმობს ამა თუ იმ მნიშვნელოვან საკითხზე.

რეფერენდუმებს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული სახე და ფორმა აქვს, რაც განისაზღვრება როგორც ქვეყნის პოლიტიკური ტრადიციით, ასევე კონკრეტული პოლიტიკური ვითარებით. ყველა შემთხვევაში რეფერენდუმიის გამართვა ასუსტებს როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების როლს, არსებითი ზეგავლენა იქონიონ პოლიტიკური კურსის ფორმირებაზე, თუმცა, თავად რეფერენდუმი მეორე შემთხვევაში შეიძლება გაიმართოს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის, პრეზიდენტის ან საკანონმდებლო ხელისუფლების, პარლამენტის ინიციატივით.

რეფერენდუმიის მოწყობას აქვს როგორც დადებითი (პოლიტიკოსები უფრო გულისხმიერნი ხდებიან ამომრჩეველთა განწყობის მიმართ), ასევე უარყოფითი მხარეები (ხშირი რეფერენდუმით მოსახლეობის „გადაღლიდან“ დაწყებული, დასრულებული იმით, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ვერ ერკვევა პრობლემებში და შეიძლება მხარი დაუჭიროს პოლარულად საპირისპირო თვალსაზრისებს).

რეფერენდუმი ეწყობა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი თვალსაზრისით რომელიმე დიდმნიშვნელოვან საკითხზე. მაგ.: საერთაშორისო ორგანიზაციაში ქვეყნის გაწევრიანება ამ გამოსვლა, კონსტიტუციის მიღება, ტერიტორიული საკითხი, დამოუკიდებლობის მოპოვება თუ გამოცხადება და ა. შ.

ზოგიერთ ქვეყანაში (მაგ., შვეიცარიაში) სახელმწიფო კანონთა მნიშვნელოვანი ნაწილი რეფერენდუმის საშუალებით მიიღება.

საქართველოს 1995 წლის კონსტიტუცია ითვალისწინებს რეფერენდუმის ჩატარებას, რომელიც უშუალოდ დემოკრატიის ერთ-ერთ ფორმას მიეკუთვნება (მე-5.3 მუხ.). საქართველოს კანონი რეფერენდუმის შესახებ (15.05.96) დეტალურად არეგულირებს რეფერენდუმის დანიშვნას და ჩატარების პროცედურას. 74-ე მუხ. ადგენს:

„საქართველოს პარლამენტის არანაკლებ 200000 ამომრჩევლის მოთხოვნით ან საკუთარი ინიციატივით საქართველოს პარლამენტი კონსტიტუციითა და ორგანული კანონით განსაზღვრულ საკითხებზე ნიშნავს რეფერენდუმს მისი ჩატარების მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში.

არ შეიძლება რეფერენდუმის მოწყობა კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად, ამნისტიისა და შეწყალების გამო, საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა რატიფიცირებისა და დენონსირების შესახებ, აგრეთვე ისეთ საკითხებზე, რომლებიც ზღუდავენ ადამიანის ძირითად კონსტიტუციურ უფლებებს და თავისუფლებებს“. საქართველოში ჩატარებულმა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმმა მხარი დაუჭირა ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას, რაც იმავე წლის 9 აპრილს მიღებული შესაბამისი საკანონმდებლო აქტით გაფორმდა.

საქართველოს 2003 წლის 2 ნოემბერს რეფერენდუმი

საქართველოს 2003 წლის 2 ნოემბერს რეფერენდუმმა მხარი დაუჭირა პარლამენტში დეპუტატთა რაოდენობის შემცირებას, რომელიც შემადგენლობაც 150 დეპუტატით განისაზღვრა.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები