რეფრუა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რეფრუა (აფხ. Реҧруа) – აფხაზური ფოლკლორის პერსონაჟი, მიწისქვეშეთის სულის ქალიშვილი, ანიჰამცასა და ბეღერეფსთას და. მიწისქვეშეთის სული რკინის იარაღის მჭედელია. რეფრუა და მისი დები საჭმელსა და სამოსს უმზადებენ ძმასა და იმ მეომრებს, რომლებიც აფხაზეთში შემოსასვლელ ერთადერთ გზას იცავენ. მჭედლის უცაბედი სიკვდილის გამო, უიარაღოდ დარჩენილი მცველები მოძალადეებთან უთანასწორო ბრძოლაში იღუპებიან. ძმის სიკვდილით გაუბედურებულმა რეფრუამ იმდენი იტირა, რომ მისმა ცრემლებმა მიწისქვეშეთი ამოხეთქა და მდინარედ იქცა.

რეფრუას სახელით ცნობილი მდინარე გაგრასთან ახლოს დღესაც მიედინება.




ლიტერატურა

В.П. Пачулия. Легенды лазурного берега. М., 1973.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები