რისხვის შეტევები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რისხვის შეტევები (temper tantrum) - პატარებში რისხვის შეტევები ჩვეულებრივი ამბავია, ანომალიურად მისი მხოლოდ ძლიერი და ხშირი გამოვლინებები ითვლება. ამის უშუალო მიზეზი, ხშირ შემთხვევაში, მშობლის მხრიდან გადამეტებული ყურადღებითა და არათანმიმდევრული დისციპლინით უნებურად გამოწვეული აღგზნებაა. იქ, სადაც ეს ხშირად მეორდება, სავარაუდოდ, მშობლებს თავად აქვთ ემოციური პრობლემები ან არადამაკმაყოფილებელი ურთიერთობები.

რისხვის შეტევების აღმოფხვრა ხდება, როგორც წესი, კეთილგანწყობილად, მაგრამ შეზღუდვების მტკიცე და თანმიმდევრული დაწესებით. მკურნალობისთვის, პირველ რიგში, უნდა დადგინდეს, რატომ ვერ ახერხებენ მშობლები ლიმიტის დაწესებას. მათ უნდა გაეწიოთ დახმარება საკუთარ პრობლემებთან დაკავშირებით და მიეცეთ რჩევები იმის თაობაზე, თუ როგორ მოიქცნენ რისხვის შეტევების შემთხვევაში.


წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები