რიყის ქვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

რიყის ქვა, (კაჭარი) – მომცრო მომრგვალო ფორმის ქვა, ლოდის სახესხვაობა. წარმოადგენს უხეშად დამუშავებულ ქვის მასალას. გამოიყენება ქვაფენილების დასაგებად და გვერდობების გასამაგრებლად, აგრეთვე როგორც სარკინიგზო ხაზის ბალასტი და სხვ. გვევლინება როგორც საწყისი მასალა ღორღის მისაღებად.

რიყის ქვა, როგორც საშენი მასალა, უძველესი დროიდან არის ცნობილი. ფართოდ გამოიყენება მშენებლობაში. რიყის ქვას გზების დასაგებად იყენებდნენ ძველ ეგვიპტესა და ბაბილონში. რომაელებმა გააუმჯობესეს რიყის ქვებით დაგებული გზების ტექნოლოგია; ასეთ დაგებულ გზებს ქვაფენილი ეწოდება.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები