რკინაბეტონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რკინაბეტონი

რკინაბეტონისაშენი მასალა, რომელიც მიიღება ბეტონისა და მასში გარკვეული წესით ჩალაგებული ფოლადის არმატურის კონსტრუქციული შეერთებით, რომელიც რაციონალურად არის გაერთიანებული ელემენტში, როგორც ერთიანი, მთლიანი სხეული გარე დატვირთვისა და ზემოქმედების ასატანად. რკინაბეტონის კონსტრუქციებში გამჭიმ ძალებს იღებს ფოლადი, მკუმშავს – ბეტონი. რკინაბეტონიის გამოყენება ყველაზე სასარგებლოა ისეთ ელემენტებში, რომლებიც განიცდიან ღუნვას.

ფოლადისა და ბეტონის ერთობლივ მუშაობას განაპირობებს:

1. ბეტონის სრული შეჭიდულობა ფოლადთან, რის გამოც ორივე მასალა მუშაობს ერთდროულად;
2. ტემპერატურული გაფართოების კოეფიციენტების დაახლოებით ერთნაირი სიდიდე, რაც უზრუნველყოფს რკინაბეტონის მონოლითურობას;
3. ბეტონისგან ფოლადის არმატურის დაცვა კოროზიისგან.

დაარმირების ხერხებისა და არმატურის მდგომარეობის მიხედვით განასხვავებენ რკინაბეტონის ნაკეთობას ჩვეულებრივი და წინასწარ დაძაბული დაარმირებით. ჩვეულებრივ დაარმირებულ რკინაბეტონს მიეკუთვნება ნაკეთობა, სადაც სიმტკიცის ზრდა მიიღწევა ბეტონში არმატურის ღეროების, ბადის ან კარკასის ჩაწყობით. მაგრამ დაარმირების ეს მეთოდი არ იცავს რკინაბეტონის ნაკეთობას ბზარების წარმოქმნისაგან ბეტონის გაჭიმულ ზონაში, რაც უარყოფითად მოქმედებს მის მუშაობაზე. ბზარების თავიდან აცილება შეიძლება გაჭიმული ბეტონის წინასწარი შეკუმშვით, რომელსაც ახდენენ არმატურის წინასწარი დაძაბვით (გაჭიმვით). ის ეწინააღმდეგება ბზარების გაჩენას, ამცირებს კონსტრუქციის მასასა და არმატურის ხარჯს; ზრდის მის სიხისტესა და ხანგამძლეობას. რკინაბეტონისაგან პრაქტიკულად ყველა სახის სამშენებლო კონსტრუქცია მზადდება.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები