რომაული არქიტექტურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კოლიზეუმი

რომაული არქიტექტურა − ვითარდებოდა მონათმფლობელური სახელმწიფოსა და მისი უზარმაზარი დედაქალაქის – რომის – ახალ მოთხოვნილებათა საფუძველზე. რომის არქიტექტურამ მრავალფეროვნება შემატა საორდერო სისტემას, კერძოდ, თაღოვან უჯრედს, ქალაქების მკაცრ დაგეგმარებას, რაც განავითარდა რომაული ტიპის ბანაკისაგან. შეიქმნა საზოგადოებრივი შენობების, მონუმენტების, ნაგებობების ახალი სახეობები, გრანდიოზული თეატრები, ტრიუმფალური თაღები და ა.შ. დასრულებული არქიტექტურული სახე მიიღო ქალაქის მოედნების მშენებლობამ (ფორუმები). ახალმა სამშენებლო ხერხებმა, მასალებმა (რომაული ბეტონი) გაამდიდრა რომაული არქიტექტურა თაღოვანი, კამაროვანი და გუმბათური კონსტრუქციებით.



წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები