რუანდა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რუანდის დროშა

რუანდა (Rwanda – რუანდის რესპუბლიკა)სახელმწიფო ცენტრალურ აფრიკაში, ზღვაზე გასასვლელის გარეშე.

ფართობი – 26,4 ათ. კმ2.

მოსახლეობა – 10,2 მლნ. კაცი (2012).

ოფიციალური ენები – კინიარუანდა, ინგლისური და ფრანგული.

დედაქალაქი – ქ. კიგალი.

ადმინისტრაციულად იყოფა 12 პრეფექტურად.

სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, საკანონმდებლო ორგანო – დროებითი ეროვნული კრება (ერთპალატიანი პარლამენტი), აღმასრულებელი – პრეზიდენტი და მთავრობა.

1962 წლის 27 ივნისს გაუქმდა მონარქია და რუანდა გამოცხადდა რესპუბლიკად. დამოუკიდებლობის დღე – 1962 წლის 1 ივლისი.

რუანდა აგრარული ქვეყანაა. მოწინავე დარგებია: ყავის, ჩაის, ბამბის, შაქრის ლერწმის, თამბაქოს მოყვანა.

საერთაშორისო აეროპორტი – კიგალი.

შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 33 ათ. კაცი (2012). სახმელეთო ჯარები 32 ათ და სამხედრო-საჰაერო ძალები 1 ათ. შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხორციელდება დაქირავებული პირებით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები