რუზველტი ფრანკლინ დელანო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რუზველტი ფრანკლინ დელანო

რუზველტი ფრანკლინ დელანო - (ინგლ. Roosevelt) (დ. 30 იანვარი, 1882 — გ. 12 აპრილი, 1945), აშშ-ის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, ქვეყნის 32-ე პრეზიდენტი (1933–45).

1910 წელს არჩეული იყო ნიუ-იორკის შტატის სენატში დემოკრატიული პარტიიდან.

1921 წელს პოლიომიელიტის გამო დამოუკიდებლად გადაადგილების უნარი დაკარგა, მაგრამ 1928–32 წლებში აირჩიეს ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორად, ხოლო 1933 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის დროს გაატარა რეფორმები, რომელთაც "ახალი კურსი" უწოდეს. საგარეო საქმეებში რუზველტი ცდილობდა აშშ-ის გამოყვანას იზოლაციიდან.

1933 წელს მისმა მთავრობამ დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა სსრ კავშირთან, დაგმო იაპონიის, გერმანიისა და იტალიის აგრესიული ქმედებები, გამოაცხადა ლათინური ამერიკის ქვეყნებთან კეთილმეზობლობის დოქტრინა.

II მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ რუზველტი მხარს უჭერდა დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს, 1941 წლიდან კი – საბჭოთა კავშირსაც გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლაში. დიდი ღვაწლი მიუძღვის ანტიჰიტლერული კოალიციის ჩამოყალიბებაში. დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა გაეროს შექმნას და ომის შემდგომ პერიოდში საერთაშორისო თანმშრომლობის განვითარებას.

რუზველტი გარდაიცვალა სამი კვირით ადრე მესამე რაიხის სრულ კაპიტულაციამდე.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები