რულოვსი სანდრა ელისაბედი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სანდრა ელისაბედ რულოვს

სანდრა ელისაბედ რულოვს — დაიბადა 1968 წლის 23 დეკემბერს ქ. ტერნეუზენი, ნიდერლანდები. — ენათმეცნიერი, საქართველოს პირველი ლედი (2004–213) მიხეილ სააკაშვილის მეუღლე.

განათლება

  • ბრიუსელის (ბელგია) თარჯიმანთა და მთარგმნელთა სახელმწიფო ეკონომიკური ინსტიტუტი ფრანგული და გერმანული ენების სპეციალობით (1991);
  • სტრასბურგის (საფრანგეთი) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტი.

სამუშაო გამოცდილება

  • საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტი და ნიდერლანდების საპატიო კონსულის თანაშემწე

1996 წლიდან;

  • ჰოლანდიის რადიოს კორესპონდენტა 1997 წლიდან;
  • დააარსა საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ფონდი SOCO (1998);
  • კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანული ენების კათედრაზე (1999-2003);
  • 2005 წელს ჰოლანდიურ ენაზე გამოიცა მისი ავტობიოგრაფიული წიგნი "საქართველოს პირველი ლედი-იდეალისტის ნაამბობი", რომელიც იმავე წელს ითარგმნა ქართულად, ხოლო 2006 წელს - უკრაინულად;
  • სათავეში უდგას საქართველოში შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის პროექტების საკოორდინაციო საბჭოს 2004 წლიდან;
  • საერთაშორისო მოძრაობის - "შევაჩეროთ ტუბერკულოზი" ელჩი და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) კეთილი ნების ელჩი 2005 წლიდან;
  • დააფუძნა პირველი კლასიკური მუსიკის რადიოსადგური "მუზა" (2007).
  • მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (2016): პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.

რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები