რუსეთ-ოსმალეთის ომი 1768-74

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეკატერინე II-ის თურქებზე გამარჯვება

რუსეთ-ოსმალეთის ომი 1768-74 - დაიწყო ოსმალეთმა, რომლის მიზანი იყო რუსეთის გავლენის შემცირება პოლონეთში. რუსეთის ჯარების გამარჯვებამ მდინარე ლარგასთან და კაგულთან (1770), დუნაისა და ბალკანეთის გადალახვამ (1774) და ხმელთაშუა ზღვაში რუსული ფლოტის წარმატებულმა მოქმედებებმა ოსმალეთის მთავრობა აიძულა საზავო მოლაპარაკებები დაეწყო.

ქუჩუქ-კაინარჯას ზავით (1774) ოსმალეთმა რუსეთს დაუთმო შავ ზღვაზე გასასვლელი ციხესიმაგრეებით: ქერჩი, ენიკალე, კინბურნი; გარდა ამისა, აღიარა ყირიმის სახანოს დამოუკიდებლობა, რომელიც ამის შემდეგ რუსეთის მიერ იქნა ანექსირებული (1783).

1768-74 წლებში ომის შედეგად რუსეთმა გაიმყარა პოზიციები ჩრდილოეთ კავკასიაში. ამ ომში რუსეთის მხარეს იბრძოდნენ ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II და იმერეთის მეფე სოლომონ I (ასპინძის ბრძოლა).



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები