რუსეთ-ოსმალეთის ომი 1828-29

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ყარსის ალყა

რუსეთ-ოსმალეთის ომი 1828-29 - გამოწვეული იყო ევროპის სახელმწიფოების ბრძოლით დასუსტებული ოსმალეთის იმპერიის სამფლობელოების განაწილებისათვის.

რუსეთის მიერ ოსმალთა წინააღმდეგ აჯანყებული ბერძნებისათვის დახმარების აღმოჩენის გამო ოსმალეთმა 1827 წლის დეკემბერში ომი გამოუცხადა რუსეთის იმპერიას. ბალკანეთის ნახევარკუნძულზე რუსეთის ჯარებმა (95 ათ. კაცი) გადალახეს დუნაი, დაიკავეს ვარნა (1828), ადრიანოპოლი (1829) და კონსტანტინოპოლს მიუახლოვდნენ. კავკასიის ფრონტზე რუსეთის ჯარებმა (25 ათ. კაცი) ადგილობრივი მილიციის დახმარებით აიღეს ახალქალაქი, ახალციხე, ფოთი (1828), არზრუმი (1829) და მიაღწიეს ტრაპიზონს.

ოსმალეთის მთავრობამ ზავი ითხოვა. ადრიანოპოლის ზავით რუსეთმა მიიღო სამცხე-ჯავახეთი და ზოგი სხვა ტერიტორია (ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულებები 1713, 1829). გარდა ამისა, ოსმალეთმა ცნო საქართველოს, ერევნის და ნახჭევანის სახანოების რუსეთთან შეერთება.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები