რუხაია გრიგოლ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გრიგოლ რუხაია

რუხაია გრიგოლ — (1949 – 2013), ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, პუბლიცისტი. დაიბადა ფოთში. 1973 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1984 წელს გამოვიდა მისი ლექსების პირველი კრებული „ალვის ჩრდილი ერდოზე“, გამოცემულია, აგრეთვე, კრებული „ვლიან ჟამნი“. მისი ლექსები, მოთხრობები და ესეები სისტემატურად იბეჭდებოდა სხვადასხვა ლიტერატურულ-საზოგადოებრივ და მართლმადიდებლურ ჟურნალებში. 2003 წელს გაზეთ „ტრიბუნაში“ დაიბეჭდა მისი რომანი „სოკოები ცხუმის თავზე”; იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა თსუ-ს სტამბის რედაქტორად, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გაზეთის რედაქტორად, საქართველოს სპორტკომიტეტის სპორტული ალმანახის რედაქტორად, ჟურნალ „ნობათის“ პასუხისმგებელ მდივნად, კულტურის სამინისტროს მეთოდურ-საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორად. „სალიტერატურო გაზეთის“ პოეზიის განყოფილების რედაქტორად.


ერთი ლექსი „ექვსაიებიდან“
1. არვინ უწყის, კალმის წვერი
მეყ-წამში რას დაწერს, რას შობს...
2. ზოგი სიტყვა კვიცად მიხტის,
ზოგი ტორს სცემს ცას და რაშობს...
3. ზოგი ცხვირსებრ მისძოვს ბალახს,
სხვა ქარს ეჭიდება, ახშობს,
4. სხვა ზედ არ დასცქერის კალამს,
ქედმაღლობს, უშნოდ პარპაშობს.
5. სხვაც კალმოსანს დასცინის და
საქმეს უხდის საყარყაშოს,
6. პირველ სიტყვა `ღმერთი~ იყო...
ის ჩვენშია, არ თამაშობს.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები