საავიაციო დოქტრინა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საავიაციო დოქტრინა - იმ ოფიციალურ შეხედულებათა სისტემა, რომლებიც მიღებულია სახელმწიფოში ომში ავიაციის როლსა და დანიშნულებაზე, მისი გამოყენების ფორმებსა და ხერხებზე, აგრეთვე სამხედრო-საჰაერო ძალების მშენებლობის მიმართულებებსა და განვითარებაზე.

უფრო ვიწრო, თვალსაზრისით, საავიაციო დოქტრინად იგულისხმება ზოგიერთი სამხედრო მოღვაწის (დ. დუე – იტალია, ვ. მიტჩელი – ინგლისი და სხვა) შეხედულებები იმის თაობაზე, რომ წარმატება ომში შეიძლება მიღწეულ იქნეს ძირითადად ჰაერიდან, ბომბდამშენი ავიაციის დარტყმებით (საჰაერო ომი). სხვა სახეობების შეიარაღებული ძალების და ავიაციის გვარეობების მნიშვნელობა ასეთ თეორიებში დაკნინებული იყო. II მსოფლიო ომმა და მომდევნო ლოკალურმა ომებმა პრაქტიკულად მთლიანად გააქარწყლეს ასეთი თეორიები.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები