საავიაციო მხარდაჭერა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საავიაციო მხარდაჭერა - ოპერაციის (ბრძოლის) დროს მოწინააღმდეგის საცეცხლე დაზიანების შემადგენელი ნაწილი; სამხედრო-საჰაერო ძალების საბრძოლო მოქმედებები მოწინააღმდეგის საბრძოლო ტექნიკის, საცეცხლე საშუალებებისა და ცოცხალი ძალის დაზიანების მიზნით.

სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფებთან, ნაწილებთან და შენაერთებთან ერთობლივი მოქმედების დროს წარმატებების მიღწევა ხდება ბომბების, რაკეტებისა და საავიაციო შეიარაღების სხვა სახეობების გამოყენებით. ეს არის დაჯგუფების (ტაქტიკური) ავიაციის და სახმელეთო ჯარების ავიაციის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა (იერიშის ცეცხლით მომზადება, იერიშის ცეცხლით მხარდაჭერა, თავდაცვის სიღრმეში ჯარების შეტევის ცეცხლით თანხლება).


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები