საავიაციო საარტილერიო შეიარაღება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საავიაციო საარტილერიო შეიარაღებასაავიაციო შეიარაღების სახეობა, რომელიც განკუთვნილია საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიზნების ჭურვით (ტყვიით, ყუმბარით) დაზიანებისათვის. მოიცავს ზარბაზნებს, ტყვიამფრქვევებსა და ყუმბარსატყორცნებს შესაბამისი დანადგარების შემადგენლობაში, დასამიზნებელ-სანავიგაციო სისტემას. საავიაციო საარტილერიო შეიარაღება წარმოადგენს ავტომატურ იარაღს.

ზარბაზნები არის ერთლულიანი და რამდენიმელულიანი (2–7 ლულიანები). ერთი და ორლულიანი ზარბაზნები შეიძლება იყოს ჩვეულებრივი ან რევოლვერის მსგავსი (დოლურიანი). მრავალლულიანი, კი გაერთიანებულია ბლოკად, რომელიც სროლის დროს ბრუნავს უძრავ გარსაცმში (ერთი ბრუნის დროს სროლა წარმოებს რიგრიგობით ყოველი ლულიდან).

ტყვიამფრქვევები კონსტრუქციით საავიაციო ზარბაზნების (რევოლვერულის გარდა) ანალოგიურია, ხოლო ყუმბარსატყორცნები – სახმელეთო ჯარების ავტომატური ყუმბარსატყორცნების.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები