საავიაციო შეტევა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საავიაციო შეტევაII მსოფლიო ომის დროს საერთო-საჯარისო ოპერატიული გაერთიანებების შეტევით ოპერაციებში სამხედრო-საჰაერო ძალების ნაწილებისა და შენაერთების გამოყენების ძირითადი ფორმა.

მისი ამოცანა იყო სახმელეთო ჯარების შეტევითი ოპერაციების მთელ სიღრმეზე ავიაციის მასირებული და ეშელონირებული მოქმედებებით განუწყვეტელი მხარდაჭერა. საავიაციო შეტევა იყოფოდა ორ პერიოდად:

1. იერიშის საავიაციო მომზადება

2. ქვეითი ჯარისა და ტანკების იერიშის და შეტევის საავიაციო მხარდაჭერა მოწინააღმდეგის თავდაცვის სიღრმეში. II მსოფლიო ომის შემდეგ ტერმინი „საავიაციო შეტევა“ თანდათან გამოვიდა ხმარებიდან, ხოლო მისი შინაარსი შევიდა ცნებებში: „იერიშის საავიაციო მომზადება“, „იერიშის საავიაციო მხარდაჭერა“ და „ჯარების შეტევის საავიაციო თანხლება თავდაცვის სიღრმეში“, როგორც იერიშის საცეცხლე მომზადების, იერიშის ცეცხლით მხარდაჭერისა და მოწინააღმდეგის თავდაცვის სიღრმეში ჯარების შეტევის საცეცხლე თანხლების შემადგენელი ნაწილი.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები