სააკაშვილი მიხეილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Mixeil saakashvili.jpg

მიხეილ სააკაშვილი ნიკოლოზის ძე (დ. 21 დეკემბერი, 1967, თბილისი), საქართველოს პრეზიდენტი (2004-13), სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი.

განათლება

დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი (1992), სტრასბურგში ადამიანთა უფლებების საერთაშორისო ინსტიტუტი (1992). მუშაობდა ოსლოში ადამიანის უფლებათა ნორვეგიულ ინსტიტუტში. დაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი მაგისტრის ხარისხით (1994).

პოლიტიკური მოღვაწეობა

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი „მოქალაქეთა კავშირის“ მანდატით (1995). პარლამენტის საკონსტიტუციო და იურიდიულ საკითხთა კანონიერების კომიტეტის თავმჯდომარე (1995-98). ფრაქცია საქართველოს „მოქალაქეთა კავშირის“ თავმჯდომარე (1998-99). იუსტიციის მინისტრი (2000).

2001 წლის ოქტომბერს კენჭი იყარა ვაკის საარჩევნო ოლქში დამოუკიდებელ კანდიდატად და კვლავ გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი. დააფუძნა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (2001).

2002 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ბლოკმა გამარჯვება გაიყო ლეიბორისტულ პარტიასთან ერთად. პარტიებს შორის შეთანხმების შედეგად სააკაშვილი გახდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე.

2003 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში ბლოკი ალტერნატიული ხმის დათვლისა და ეგზიტპოლების შედეგებით გამარჯვებული იყო, თუმცა ოფიციალური მონაცემები კარდინალურად განსხვავდებოდა, ამან საპროტესტო აქციები გამოიწვია, დემონსტრაციები ვარდების რევოლუციით დამთავრდა, რასაც შევარდნაძის გადადგომა მოჰყვა.

მიღებუილი აქვს საქართველოსა და სხვდასხვა ქვეყნის ჯილდოები.

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი
საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები