საარმიო ოპერაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საარმიო ოპერაციაარმიის შენაერთების და ნაწილების მიერ მიზნების, ამოცანების, ადგილის და დროის მიხედვით შეთანხმებული და ურთიერთდაკავშირებული შეტევითი ან კონტრშეტევითი ბატალიების, ბრძოლების, დარტყმების და მანევრების ერთობლიობა.

იგი ტარდება გარკვეულ სტრატეგიულ (საოპერაციო) მიმართულებაზე, როგორც საბრძოლო მოქმედებების თეატრზე დაჯგუფების ოპერაციის შემადგენელი ნაწილი. ხორციელდება მხოლოდ მიკუთვნებულ შენაერთებთან და ნაწილებთან ერთად ან შეიარაღებული ძალების სახეობების, გვარეობების, სპეციალური ჯარების გაერთიანებებთან, ნაწილებთან და სხვა ფორმირებებთან. ისინი არმიის ინტერესებში მოქმედებენ შეთანხმებით. საარმიო ოპერაცია მოიცავს ყველა ეშელონის შენაერთების და ნაწილების, ოპერატიული მობილური რეზერვის სარაკეტო ჯარების და არტილერიის, ავიაციის, სახმელეთო ჯარების, საჰაერო თავდაცვის ჯარების, საარმიო რეზერვების საბრძოლო, სამხედრო დაქვემდებარების სპეციალური ჯარების მოქმედებას.

საარმიო ოპერაციის შემადგენელი ნაწილი შეიძლება იყოს საჰაერო და საზღვაო დესანტების გადასხმა. მომზადება მოიცავს:

  • ოპერაციაზე გადაწყვეტილების მიღებას;
  • ჯარებისთვის საბრძოლო ამოცანების დასახვას;
  • ოპერაციის დაგეგმვას;
  • მოწინააღმდეგის საცეცხლე დაზიანებას და სხვა ჯარებთან ურთიერთქმედებას, მათი ყოველმხრივი უზრუნველყოფის და მართვის ორგანიზებას;
  • საბრძოლო მოქმედებებისთვის ჯარების და რაიონების მომზადებას, ჯარების გაშლას, მათ მიერ პოზიციების დაკავებას და სხვა ღონისიებებს.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები