საარტილერიო შეიარაღება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საარტილერიო შეიარაღება – შეიარაღების სახეობა, რომელშიც შედის საარტილერიო ქვემეხები საბრძოლო მასალებით, ცეცხლის მართვის და სროლის უზრუნველყოფის საშუალებებით. შეიძლება შეადგენდეს საარტილერიო კომპლექსებს. ჯარების (ძალების) მომარაგების ორგანიზებასთან დაკავშირებული უფრო ფართო მნიშვნელობით, საარტილერიო შეიარაღებას მიაკუთვნებენ აგრეთვე სასროლ იარაღს და ყუმბარსატყორცნებს, ხელყუმბარებს, ცივ იარაღს, მოძრავ საარტილერიო-სარემონტო სახელოსნოებს, არსენალების, საარტილერიო ბაზების, საწყობების, პოლიგონების მოწყობილობას და სხვა. სახმელეთო ჯარებში საარტილერიო შეიარაღებას განეკუთვნება აგრეთვე ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები