საბერძნეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დროშა

საბერძნეთი (Greece – საბერძნეთის რესპუბლიკა) - სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ხმელთაშუაზღვისპირეთის აღმოსავლეთ ნაწილში. უჭირავს ბალკანეთის ნახევარკუნძულის სამხრეთი ნაწილი და მიმდებარე კუნძულები (კრეტა, ევბეა, როდოსი, ლესბოსი).

ფართობი – 128,6 ათ. კმ2.

მოსახლეობა – 11,3 მლნ. კაცი (2012), ბერძნები – 98% და მაკედონელები – 2%.

ოფიციალური ენა – ბერძნული.

დედაქალაქი – ქ. ათენი.

ადმინისტრაციულად იყოფა 54 ნომად (მხარე) და ერთ განსაკუთრებულ ადმინისტრაციულ ერთეულად.

სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურია პრეზიდენტი, საკანონმდებლო ორგანო – დეპუტატების პალატა (ერთპალატიანი პარლამენტი), აღმასრულებელი' – მთავრობა.

საბერძნეთის ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფოა. ოსმალეთის უღლისგან განთავისუფლდა 1829 წელს.

ნატოს წევრი ქვეყანაა.

განვითარებულია ინდუსტრიულ-აგრარული და მრეწველობის წამყვანი დარგები – მანქანათმშენებლობა, ლითონდამუშავება, შავი და ფერადი მეტალურგია.

სამხედრო მრეწველობა აწარმოებს საარტილერიო სისტემებს და ცეცხლსასროლ იარაღს, ტყვია-წამალს, ქვეითთა საბრძოლო მანქანებს, მცირე ხომალდებს. საბერძნეთის სავაჭრო ფლოტი ერთ-ერთი უმსხვილესია მსოფლიოში. განვითარებულია საერთაშორისო ტურიზმი.

მთავარი საზღვაო პორტებია: პირეოსი, სალონიკი, პატრი, კერკირა (კორფუ), ელევსისი.

აქვს 22 საერთაშორისო აეროპორტი, ყველაზე დიდია ელინიკონი (ათენი).

შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 138,9 ათ. კაცი (2012). სახმელეთო ჯარები 64,5 ათ., სამხედრო-საჰაერო 34,5 და სამხედრო-საზღვაო 29,6 ათ. დაკომპლექტება ხორციელდება გაწვევით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები