საბოლიის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საბოლიის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩაჩუბეთის სამხრეთით, 7 კილომეტრზე, შემაღლებულ ადგილას. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (7X4,6 მ), ნაგებია რიყის ქვით. დაზიანებულია, სახურავი დაფარულია ბალახითა და მცენარეებით. შესასვლელი სამხრეთიდანაა, საკურთხევლის სარკმლის ქვეშ, კედელთან მიდგმულია სატრაპეზო ქვა, ხოლო სარკმლის მარჯვენა მხარეს ნიშია. სარკმლები აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებშიცაა. ეკლესია შიგნიდან შელესილია. ეკლესიის მცირე ეზო შემოფარგლულია გალავნით.


წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები