საბოტაჟი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საბოტაჟი – ქმედებები, რომლებიც ხორციელდება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის ზიანის მისაყენებლად, ხელისშემშლელი პირობების შესაქმნელად ან ობსტრუქციის მოსაწყობად. გულისხმობს ქვეყნის მნიშვნელოვანი ობიექტების, ნაგებობების, ნებისმიერი მატერიალური ქონების განზრახვით დაზიანებას, მწყობრიდან გამოყვანას, ადამიანებისა და ბუნებრივი გარემოსთვის ზიანის მიყენებას.