საბრძოლო ბრძანება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საბრძოლო ბრძანება – ოპერაციის (ბრძოლის) მომზადების პროცესში ჯარებისთვის (ძალებისთვის) საბრძოლო ამოცანის დასახვის ფორმა. საბრძოლო ბრძანებაში ყველა ფორმულირება გადმოცემულია მოკლედ და ერთმნიშვნელოვნად. მასში, ჩვეულებრივ, აღინიშნება: მოკლე დასკვნები მოწინააღმდეგის შეფასებიდან, შენაერთის (ნაწილის, ხომალდის, ქვედანაყოფის) საბრძოლო ამოცანა, უფროსი მეთაურის ხელთ არსებული დაზიანების საშუალებების გამოყენების თანამიმდევრობა და ამოცანები მომავალი მოქმედებების ზოლში (მონაკვეთზე, რაიონში, ზონაში), მეზობლების ამოცანები და მათთან გამმიჯნავი ხაზები. ასევე – ოპერაციის (ბრძოლის) ჩანაფიქრი, დაქვემდებარებული ქვედანაყოფების (ნაწილების, შენაერთების), მხარდამჭერი ძალების, საშუალებებისა და რეზერვების საბრძოლო ამოცანები. გასათვალისწინებელია ძირითადი საბრძოლო მარაგის ხარჯი, ამოცანის შესრულებისათვის მზადყოფნის ვადები, მართვის პუნქტების გაშლის ადგილი და დრო, ვის ევალება მართვა მეთაურის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში. საბრძოლო ბრძანება შეიძლება გაიცეს წერილობით (შენაერთში, გაერთიანებაში) და სიტყვიერად, ადგილმდებარეობაზე ან რუკაზე. შენაერთში და გაერთიანებაში სიტყვიერად გაცემული საბრძოლო ბრძანება შემდგომში იგზავნება წერილობითაც, ნაწილში – ფორმდება წერილობით, საბრძოლო დოკუმენტის სახით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები