საბრძოლო განკარგულება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საბრძოლო განკარგულება – ქვედანაყოფის, ნაწილის, ხომალდის, შენაერთის და გაერთიანებისთვის საბრძოლო ამოცანის დასახვის ფორმა. საბრძოლო განკარგულების გაცემა შეიძლება საბრძოლო ბრძანების მაგივრად როგორც ოპერაციის (ბრძოლის) მომზადების, ასევე მისი მსვლელობის დროს. საბრძოლო განკარგულებაში, ჩვეულებრივ, მიუთითებენ:

  • მოწინააღმდეგის შეფასების შესახებ მოკლე დასკვნებს;
  • საბრძოლო ამოცანას;
  • ამოცანებს, რომლებიც სრულდება ზემდგომი მეთაურის მიერ ქვედანაყოფების (ნაწილების, შენაერთების, გაერთიანების) ინტერესებში;
  • მეზობლების ამოცანებს და მათთან გამიჯვნის ხაზებს მოქმედებებისთვის მზადყოფნის დროს.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები