საბრძოლო დაძაბულობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საბრძოლო დაძაბულობა

1. ავიაციაში – თვითმფრინავის (ვერტმფრენის, ქვედანაყოფის, ნაწილის, შენაერთის, გაერთიანების) საბრძოლო რეიდების რაოდენობა, რომელიც დაწესებულია დროის გარკვეულ მონაკვეთში (დღე, ღამე, დღე-ღამე და მეტი) საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად. საბრძოლო დაძაბულობას განსაზღვრავს მეთაური საბრძოლო ამოცანის ხასიათის, საბრძოლო შემადგენლობის ეკიპაჟების მოსამზადებლად საჭირო დროის, ბაზირების პირობების, მეტეოპირობების, მატერიალური, სააეროდრომო-ტექნიკური, საინჟინრო-საავიაციო უზრუნველყოფის პირობების გათვალისწინებით და სხვა;


2. სამხედრო-საზღვაო ფლოტში – დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხომალდების საბრძოლო გასვლების რაოდენობა. გამოითვლება შენაერთის (ხომალდის) გასვლის დღეების ან თვეში გასვლების რაოდენობით. ადგენს ზემდგომი მეთაური მთავარი მექანიზმების მოტორესურსის ხარჯის ნორმების, შენაერთის (ნაწილის, ქვედანაყოფის) საბრძოლო შემადგენლობის, საბრძოლო ამოცანების ხასიათის, პირადი შემადგენლობის მდგომარეობის, ბაზირების პირობების, ამინდის, წელიწადის დროის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. წყალქვეშა ნავებისათვის საბრძოლო დაძაბულობის ნაცვლად გამოიყენება ცნება „ოპერატიული დაძაბულობა“.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები