საბრძოლო დროშა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საბრძოლო დროშასამხედრო ნაწილის განსაკუთრებული საპატიო ნიშანი, რომელიც ასახავს მისი საბრძოლო დანიშნულების, ისტორიისა და სამხედრო დამსახურების თავისებურებებს, ასევე შეიარაღებული ძალების კუთვნილებას. არის საბრძოლო პატივის, გმირობის და დიდების სიმბოლო. ახსენებს ყოველ სამხედრო მოსამსახურეს სამშობლოს დაცვისა და გმირული ტრადიციების ერთგულების შესახებ.

სამხედრო ნაწილებს საბრძოლო დროშა გადაეცემა მათი ფორმირების მომენტიდან და უნარჩუნდება სამუდამოდ მიუხედავად დასახელებისა და ნუმერაციის ცვლილებისა. იგი მუდმივად არის სამხედრო ნაწილის მუდმივი დისლოკაციის ადგილში, ხოლო ბრძოლის დროს – ნაწილის საბრძოლო მოქმედებების რაიონში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები