საბრძოლო ეფექტიანობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საბრძოლო ეფექტიანობაჯარების (ძალების) და სამხედრო ტექნიკის გარკვეული შემადგენლობით შესრულებული საბრძოლო (საცეცხლე) ამოცანების შეფასების შედეგი. დგინდება გათვალისწინებული დროის მანძილზე სამხედრო ტექნიკის და გასროლების (გაშვებების) რაოდენობით; დასაზიანებელი ფართობის ან გასანადგურებელი მიზნების რიცხვის მათემატიკური ლოდინით; სამხედრო ტექნიკის, საბრძოლო მასალების და დროის საჭირო რაოდენობით, რომელიც აუცილებელია განსაზღვრული ამოცანის შესრულებისათვის მიზნის დაზიანების და ჯარების მოქმედების უზრუნველყოფისათვის.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები