საბუხრეები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Sabuxreebi.jpg

საბუხრეები - სასულიერო პირთა შესამოსელი. დიაკვნებმა, დროთა განმავლობაში მღვდლებმა და ეპისკოპოსებმა დაიწყეს განსაკუთრებული სამაჯურების (საბუხრეების) ტარება, რომელიც მსახურებისას სტიქარის სახელოებს იჭერს. სამაჯურების გაკეთებისას მღვდელმსახურები კითხულობენ ფსალმუნებიდან საგანგებოდ ამოკრებილ სტრიქონებს, რომლებიც მათ ახსენებს, რომ მათი ხელები ღმერთს ეკუთვნის. ასევე, მოხერხებულობისათვის სამოსელს დაემატა სარტყელი, რომლის შემორტყმისას მღვდელმსახურები წარმოთქვამენ სტრიქონებს ფსალმუნებიდან იმის შესახებ, რომ ღმერთი „შემოსარტყლავს“ მათ ძალით მსახურების შესასრულებლად. სარტყელს მხოლოდ მღვდლები და ეპისკოპოსები ატარებენ.



წყარო

მართლმადიდებლობის საფუძვლები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები