საგანგებო სიტუაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საგანგებო სიტუაცია – იმ პირობების და გარემოებების ერთობლიობა, რომლებიც ქმნიან ადამიანის სიცოცხლისათვის საშიშ ვითარებას კონკრეტულ ობიექტზე, ტერიტორიაზე (აკვატორიაში) და რაც ავარიის ან კატასტროფის, საშიში ბუნებრივი მოვლენის, აგრეთვე მოწინააღმდეგის მიერ თანამედროვე საბრძოლო საშუალებების გამოყენების შედეგია. საგანგებო სიტუაციები იყოფა ოთხ სახეობად:

  1. ბუნებრივი – საშიში ბუნებრივი მოვლენები და პროცესები (გეოლოგიური, ჰიდროლოგიური და მეტეოროლოგიური, აგრეთვე ბუნებრივი ხანძრები);
  2. ტექნოგენური – სამრეწველო ავარიები და კატასტროფები (რადიაციული, ქიმიური, ბიოლოგიური და ჰიდროდინამიკური ავარიები), ხანძრები და აფეთქებები, საშიში შემთხვევები ტრანსპორტზე ან სატრანსპორტო ავარიები;
  3. ბიოლოგიური – მოსახლეობის, სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისა და მცენარეების ფართოდ და ერთდროულად გავრცელებული ინფექციური დაავადებები (ეპიდემიები);
  4. სამხედრო – დამაზიანებელი საშუალებების ეფექტური (საომარი მოქმედებების, შეიარაღებული კონფლიქტების, დივერსიების ან ტერორისტული აქტების შედეგად გამოწვეული დაზიანება) გამოყენება.

საგანგებო სიტუაციის ლიკვიდაცია მისი მასშტაბის მიხედვით ხორციელდება ადგილობრივი მოსახლეობის ძალებით. თუ აღნიშნული ძალები არ არის საკმარისი, სალიკვიდაციო სამუშაოებში ერთვება რაიონული, რეგიონული და ცენტრალური საავარიო-სამაშველო ძალები. აუცილებლობის შემთხვევაში, ქვეყნის პრეზიდენტის ბრძანებულებით, ამ სამუშაოებში შეიძლება ჩაერთონ შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები. საგანგებო სიტუაციის ლიკვიდაცია დასრულებულად ითვლება საავარიო-სამაშველო და სხვა გადაუდებელი სამუშაოების დამთავრების შემდეგ.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები